ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ სუროგაცია არის ჩრდილოვანი ბიზნესი და უნდა გამოვიდეს ნათელში

დღეს, თუ კლინიკა არ ინამუსებს, ნებისმიერი ასაკის ქალი, თუ მას აქვს საშვილოსნო, შეიძლება სუროგატად გამოიყენონ. ეს არის ჩრდილოვანი ბიზნესი, რომელიც უნდა გამოვიდეს ნათელში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პოსტვ-ის ეთერში საუბრისა განაცხადა.

მისი თქმით, სუროგაციის დროს აუცილებელი პირობა უნდა იყოს, ქალის ჯანმრთელობა და მისი თანხმობა, ნოტარიუსთან მისვლით.

სამწუხაროდ, ეს არ არის კანონი, ეს არის იუსტიციის მინისტრის ბრძანება და მე სწორედ იმისთვის მინდა პარლამენტში შესვლა, რომ მივიღოთ კანონი სუროგაციის შესახებ.

„დღეს არ არის დადგენილი რა ასაკის მერე შეიძლება სუროგაცია, ვვარაუდობთ, რომ უნდა იყოს ჯანმრთელი, მაგრამ არსად არ არის გაწერილი. 

„ძალიან რთულია, მიმდინარე სუროგაციაში ჩარევა, ამიტომ სანამ პანდემიის გამო შეჩერებულია, შევეცადე, ჩემი ბრძანებით მომეწესრიგებინა ეს საკითხი დროებით. ხმამაღლა ვამბობს, რომ ეს არის  ჩრდილოვანი ბიზნესი, რომელიც უნდა გამოვიდეს ნათელში, მე არ მიმაჩნია, რომ სუროგაცია უნდა მოუსპო ადამიანებს, მაგრამ ეს უნდა იყოს დარეგულირებული.  

დღეს, როგორც ჩანს, ქალის კვერცხუჯრედი, როგორც რესურსი, საქართველოში მილევადია, სხვადასხვა ქვეყნებში პოულობენ დონორს, შემდეგ მოაქვთ კვერცხუჯრედი, შემდეგ მიაქვთ სხვა ქვეყნებში, იქ მამაკაცის ბიოლოგიური მასალა დახვდება, ხდება განაყოფიერება, მერე ეს იყინება, შემოდის ისე, რომ არ აღირიცხება. რეალურად ეს არის სიცოცხლე, რომელიც საზღვარს კვეთს. ჩვენ გავაკეთეთ პრობლემების ინვენტარიზაცია, ჩვენ მოვაწესრიგეთ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ის, რომ სუროგატი დედა აუცილებლად უნდა მივიდეს ნოტარიუსთან და განაცხადოს თანხმობა. ეს უნდა იყოს ნამდვილი და არა ფიქტიური წყვილი, რომ არ გახდეს ტრეფიკინგის წყარო, რისი შემთხვევებიც იყო. ამ ყველაფრისთვის კი იქნება საჭირო კანონი“,-განაცხადა თეა წულუკიანმა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: