ბათუმიდან მდგომარეობის დამძიმების გამო, კოვიდინფიცირებული ორსული თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმის სამშობიარო სახლიდან ერთი ორსული თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის ნუგზარ პაპავას განცხადებით, პაციენტს სუნთქვის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა და ხველება აღენიშნებოდა.

„ჩვენ პაციენტის მდგომარეობა დავასტაბილურეთ და თბილისში გადაიყვანეს. პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება ესაჭიროებოდა. საუნივერსიტეტო კლინიკაში ასეთი პაციენტების მართვის გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ. მითითებაც გვაქვს, თუ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება ან შეიცვლება, რეფერირება უნდა განხორციელდეს თბილისში“, – განაცხადა ნუგზარ პაპავამ

ბათუმის სამშობიარო სახლში 14 კოვიდინფიცირებული ორსული რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ კლინიკაში ბოლო დღეების განმავლობაში სამი ჩვილი გაჩნდა და კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: