გურამ შარაძე რატომ უნდა მეთქვა? ცოტა დაფიქრდით – ილია ბეროშვილის პასუხი

მსახიობი ილია ბეროშვილი გამოეხმაურა საზოგადოების რეაქციას იმ ვიდეოზე, რომელშიც ის ამბობს, რომ ყველაზე ცუდი ქართველი იყო გურამ შარაძე. მისი განმარტებით, უნდა ეთქვა ბერბიჭაშვილი (ილია ჭავჭავაძის მკვლელი)

“ესეიგი ვერ გავაგებინე ხალხს…. მე ცხონებულ გურამ შარაძეს პირადად არ ვიცნობდი და შესაბამისად პიროვნულად ვერ დავახასიათებ და რაც შეეხება მის მოღვაწეობას, რაც მე ვიცი ეს არის ილია ჭავჭავაძის საქმე და ზოგადად ილიაზე მისი ნათქვამი ყველა ფრაზა არის ჩემთვის პატივსაცემი!

ვინც ვერ გაიგო ვაზუსტებ, როდესაც არსებობს ქვეყნის უამრავი მოღალატე, გურამ შარაძე რატომ უნდა მეთქვა? ცოტა დაფიქრდით….ვისაც არ ჯერა ვერაფერს ვერ ვუზამ. თენგიზ კიტოვანს ვიტყოდი, რომ არა ილიას მკვლელი, ასე რომ ძალიან გთხოვთ, ვისაც არ გჯერათ ეგ თქვენი ნებაა, მაგრამ აგრესია და მუქარები თქვენთვის შეინახეთ!

ბერბიჭაშვილზე უნდა მეთქვა ყველაზე ცუდი ქართველი და ცხონებულს მასზე არ ვიტყოდი და მოვრჩი მე!“- წერს ილია ბეროშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: