თამარ გაბუნიას განმარტებით, მწვანე ზონის სტატუსი იცვლება, თუ დღეში კორონავირუსის 500-დან 700-მდე შემთხვევა ფიქსირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „მწვანე ზონის სტატუსის“ საკითხი კიდევ ერთხელ განმარტა.

თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ინფიცირების შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს.

„ნარინჯისფერი და წითელი ზონა“ საქართველოსთვის იწყება მაშინ, როდესაც დღეში შემთხვევების რაოდენობა არის 500-დან 700-მდე.

„ჩვენ, ჯერ კიდევ დიდი სივრცე გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ამ ნიშნულამდე არ მივალთ, რადგან ტარდება პრევენციული ღონისძიებები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: