თენგიზ ცერცვაძე: დღეში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შეიძლება ოთხ ასეულამდე ავიდეს, შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდება

Nusagi

„ჩემი აზრით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატება რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია. იქნება სამი ასეულის ფარგლებში. მაქსიმუმ შეიძლება ავიდეს ოთხ ასეულამდე, არამგონია იყოს მეტი. შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, .

„ჩვენ შემთხვევის მატების იმიტომ გვეშინია, რომ არ მოჰყვეს ლეტალობის ზრდა. საქართველოში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია მხოლოდ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეულია. საქართველო კვლავ ინარჩუნებს ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. ერთ მილიონ მოსახლეზე გვყავს 7 გარდაცვლილი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს არის მთავარი კრებითი მაჩვენებლი იმისა, როგორ უმკლავდება ქვეყანა და სახელმწიფო კოვიდპანდემიას“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, კლინიკური სექტორი იმუშავებს ეფექტურად. „ჩვენ შევძლებთ გამოვაჯანმრთელოდ ყველა ან ინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა, ასევე გარდაცვალების შემთხვევები იყოს ერთეული. ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა COVID19–ს უმკლავდება წარმატებულად.

მისი თქმით, ოპონენტები ამბობდნენ, რომ კლინიკური სექტორი ავადმყოფების დიდი რაოდენობით მოწოლას ვერ გაუძლებდა. „ახლა გვყავს ავადმყოფების დიდი რაოდენობა, დღეში 300 და ბოლო პერიოდში სულ 8 გარდაცვლილი“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: