კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ„ქართული ოცნების“ კანდიდატები ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქში, პირველივე ტურში გაიმარჯვებენ

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევას კვლევები უძღოდა წინ. ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, დღეს დასახელებულებს ყველაზე მეტი შანსი და შესაძლებლობა აქვთ იმის, რომ არჩევნები პირველივე ტურში გამარჯვებით დაასრულონ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით შესაძლებელია მმართველი გუნდის კანდიდატების პირველივე ტურში გამარჯვება.

ოპოზიცია განსაკუთრებით დარწმუნებულია ვაკესა და გლდანში გამარჯვებაში – წამყვანის ამ მიმართვაზე, კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას წარმატების მიღწევის შანსი არ აქვს.

„ლევა ტურძელაძეს და ლევან კობიაშვილს აქვთ ძალიან დიდი შესაძლებლობა და შანსი, რომ არჩევნები პირველივე ტურში დაასრულონ. გუშინ, „რუსთავი2“-ზეც იყო გამოკითხვა და იქაც კი ლიდერობენ. ლევან კობიაშვილს საერთოდ, პარტიაზე ოდნავ მეტი რეიტინგი აქვს, რაზეც თავისი წარსული მეტყველებს – იქ დაბადებული და გაზრდილია, წარმატებული ადამიანია და ფეხბურთის ფედერაციაშიც ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა. მას აქვს გლდანელების დიდი მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: