კიბერთავდასხმა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებ-გვერდზე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიოს ვებ-გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. 

საიტის თავსართში ჰაკერებმა ჩააშენეს კოდი, რომელიც ხელს უშლის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე წვდომას და მომხმარებელს სხვა მასალებზე ამისამართებს. 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვებგვერდი პარალიზებული იყო. ამ დროისთვის სამუშაო რეჟიმი აღდგენილია. 

ორგანიზაციამ ფაქტის შესწავლისთვის სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: