საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი, 59 წლის ქალი გარდაიცვალა

Nusagi

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა.

59 წლის ქალი ბათუმიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. პაციენტის მდგომარეობა შეყვანისას უკვე მძიმე იყო.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტს თანმდევი დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია ქონდა.

„რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა 59 წლის ქალბატონი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისში, ჯამში კორონავირუსის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: