შემიძლია დავაყენო წინადადება, მოთხოვნაც კი, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას – ირაკლი კობახიძე დავით გარეჯზე

მეც არ ვიცი, სამწუხაროდ, დეტალები. ალბათ საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და აუცილებლად მიაწვდის ხელისუფლება ამ ინფორმაციას საზოგადოებას,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ასეთ მგრძნობიარე საკითხზე ვსაუბრობთ, საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

“მეც არ ვიცი, სამწუხაროდ, დეტალები ალბათ საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და აუცილებლად მიაწვდის ხელისუფლება ამ ინფორმაციას საზოგადოებას. მეც ჯერჯერობით არ ვიცი დეტალები, მაგრამ ჩემი მხრიდანაც, როგორც პარლამენტის წევრის მხრიდან, შემიძლია დავაყენო ეს წინადადება, მოთხოვნაც კი, რომ აუცილებელია, როდესაც ასეთ მგრძნობიარე საკითხზეა საუბარი, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას. ეს პასუხი აუცილებლად უნდა გაიცეს და, მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში გაიცემა.”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: