აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სარაკეტო დარტყმები განახორციელა – სომხეთის საგარეო უწყება

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში დაშორიშორების ხაზთან სარაკეტო დარტყმები მიიტანა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აგრესიას“, – აცხადებენ სომხეთის საგარეო უწყებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის,  ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უახლოეს ხანში გაიმართება სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება და ჯარის ნაწილობრივი მობილიზაცია განიხილება.

ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ გვერდზე დაწერა.

„მზად იყავით სამშობლოს დასაცავად“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: