ერდოღანი: თურქეთი აზერბაიჯანელ ძმებთან ერთად დგას

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას ტვიტერზე გამოეხმაურა.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ამ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ ძმებთან ერთად დგას.

„სომხეთმა კიდევ ერთხელ განახორციელა აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეტევა, მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. თურქეთი თავის აზერბაიჯანელ ძმებთან ერთად დგას თავისი შესაძლებლობებით“, – წერს ერდოღანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: