ვლადიმერ კონკინის 32 წლის ქალიშვილი აუზში დაიხრჩო

ცნობილი რუსი საბჭოთა მსახიობის, ვლადიმერ კონკინის 32 წლის ქალიშვილი სოფია კონკინა გარდაიცვალა. წინასწარი ცნობებით, ქალი მოსკოვის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ფიტნესდარბაზის აუზში დაიხრჩო. 

გავრცელებული ცნობით, სავარჯიშო დარბაზში, საიდანაც სოფია კონკინა საავადმყოფოში გადიყვანეს, არ არის სამედიცინო კაბინეტი და არ არიან მაშველები. მან წყლის ქვეშ დიდი ხანი დაჰყო, სანამ ფიტნესდარბაზის სხვა სტუმრებმა არ დაინახეს.

ჰოსპიტალიზაციის მომენტში კონკინა დამოუკიდებლად სუნთქავდა. მისი მდგომარეობა ექიმებმა დაასტაბილურეს, თუმცა ღამით, რეანიმაციაში ცუდად გახდა. კრიმინალისტების აზრით, სოფიას გარდაცვალების მიზეზი დახრჩობაა. მას სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აქვს.

„შესაძლოა, ცუდად გახდა, შესაძლოა, გულის პრობელემა იყო, ან რაღაცის შეეშინდა“,-აცხადებენ კრიმინალისტები, სანამ ექსპერტიზის პასუხები არ გახდება ცნობილი.

კონკინი საბჭოთა და რუსული კინოს ცნობილი ვარსკვლავია. ის გადაღებულია ფილმებში „როგორ იწრთობოდა ფოლადი“, „შეხვედრის ადგილი უცვლელია“, „მამები და შვილები“, „სარმატი“ და სხვა. მისი მეუღლე 2010 წელს გარდაიცვალა. კონკინს სამი შვილი ჰყავდა, სოფია და მისი ტყუპი ძმები.

Facebook Comments
%d bloggers like this: