ნიკოლ ფაშინიანი – აზერბაიჯანმა არცახის წინააღმდეგ სარაკეტო და საჰაერო თავდასხმა განახორციელა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა არცახის წინააღმდეგ სარაკეტო და საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

„მშვიდობიანი დასახლებებს, მათ შორის სტეპანაკერტს თავს დაესხნენ. სომხეთის მხარემ ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო ჩამოაგდო, განადგურებულია სამი ტანკი. ჩვენ ჩვენი არმიის გვერდით ვრჩებით, რათა დავიცვათ ჩვენი სამშობლო აზერებაიჯანელების შემოჭრისგან“,- წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

Facebook Comments
%d bloggers like this: