ნიკოლ ფაშინიანი – მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის კონფლიქტში ჩართვა

„მოვუწოდებ ეუთო-ს მინსკის ჯგუფს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ფოკუსირებული იყოს ამ სიტუაციის სერიოზულობაზე. ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე ვდგავართ, რასაც შეიძლება ყველა არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი.

„ომი შეიძლება ჩვენს რეგიონს გასცდეს და უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა არ დაუშვას თურქეთის კონფლიქტში ჩართვა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დღეს დილიდან დაიძაბა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

Facebook Comments
%d bloggers like this: