სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ იტალიაში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში ბრუნდება

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ იტალიაში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში ბრუნდება. გარეგინ მეორე იტალიაში ვიზიტისას რომის პაპს უნდა შეხვედროდა. ამის შესახებ კათოლიკოსის ფეისბუქის გვერდზეა ნათქვამი.

„დღეს დილით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. შეტევა მიიტანეს მთელ ფრონტის ხაზზე. ბომბავდნენ მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებს, მათ შორს სტეპანაკერტს. ჩვენი მშობლიური არცახი კვლავ გვიხმობს და მოგვიწოდებს დავიცვათ ჩვენი ერი, ჩვენი წმინდა მიწა, მომავალო და ეროვნული ღირსება“, – წერია განცხადებაში.

სრულიად სომეხთა კათალიკოსი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას გაერთიანდნენ და უთანხმოება დროებით გადადონ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

Facebook Comments
%d bloggers like this: