ფაშინიანი: აზერბაიჯანის დიქტატორმა ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ შეუძლებელია სომეხი ხალხის მუხლებზე დაყენება

„ეს არის სომეხი ხალხისთვის გამოცხადებული ომი“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიევის დიქტატორულმა რეჟიმმა განაახლა საბრძოლო მოქმედებები.

„ეს არის ომი ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების, ჩვენი ღირსების წინააღმდეგ. სომეხი ხალხი მზად არის ამ ომისთვის.

”აზერბაიჯანის დიქტატურა გახდა ანტისომხური პოლიტიკის მძევალი, დღეს იგი ცდილობს გაამართლოს საკუთარი პროპაგანდისტული დაპირებები ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარების შესახებ”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერი ირწმუნება, რომ სომეხი ხალხი მზად არის ღირსეული პასუხი გასცეს აზერბაიჯანს.

„ჩვენ ყველა ღონეს ვცდილობთ, რომ ჩვენი სამშობლოს საზღვრები ხელშეუხებელი იყოს, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

ამ დროისთვის მტერი უკვე განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგს. აზერბაიჯანმა ეს უნდა გააცნობიეროს რომ ჩვენი არმიის საბრძოლო ეფექტურობა დღეს უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე!

მტერმა უნდა გაიგოს, რომ დღეს ყველა სომხეთთან დგას. აზერბაიჯანის დიქტატორმა ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ შეუძლებელია სომეხი ხალხის მუხლებზე დაყენება. მიიღებენ ღირსეულ დარტყმას“, – აცხადებს ფაშინიანი.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

სომხეთმა საომარი მოქმედება გამოაცხადა. თავის მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომხეთს პასუხის გარეშე არ დატოვებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: