ბაიდენი – რუსეთმა სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის იარაღის ცინიკურად მიწოდება უნდა შეწყვიტოს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ ჯო ბაიდენმა რუსეთს სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის იარაღის ცინიკურად მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ბაიდენმა მთიან ყარაბაღში მდგომარეობის გამწვავების გამო შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა.

„მთიან ყარაბაღში ძალადობის ესკალაცია, შესაძლოა, უფრო მასშტაბურ რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ მესამე მხარეები კონფლიქტში არ უნდა ჩაერიონ და კონფლიქტის მხარეები დილოგის მაგიდასთან დააბრუნონ“ – განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია დაპირისპირებულ მხარეებს შორის დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდა. მან ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი კონფლიქტის მხარეებს შეტევითი ხასიათის იარაღს არც ერთ შემთხვევაში არ მიაწვდის.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: