გამყრელიძე: თბილისში კორონავირუსი ჯერჯერობით აქტიურად არ ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ამ ეტაპზე კორონავირუსი აქტიურად არ ცირკულირებს.

მისი ინფორმაციით, თბილისში 3 დღის განმავლობაში იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე 988 ადამიანი გაიტესტა, აქედან ინფექცია მხოლოდ 7-ს დაუდასტურდა.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, გაიტესტა მასწავლებლების დიდი ნაწილი, ვისაც აჭარასთან ჰქონდა შეხება.

„დაახლოებით 2 200 მასწავლებელი უნდა გატესტილიყო, გაიტესტა 1 800-მდე აქედან კორონავირუსი 14 მასწავლებელს დაუდასტურდა. სამწუხაროდ ყველაზე მეტი შემთხვევა იყო გურიაში. გურიასა და აჭარას შორის მჭიდრო კავშირია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი შეფასებით, ბოლო დროს გურიაში, იმერეთსა და თბილისში დადასტურებული შემთხვევების დიდი ნაწილი დაკავშირებულია აჭარასთან.

ინფორმაციისთვის, დღეს კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 148 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 5552 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2054 გამოჯანმრთელებულია, 31 გარდაცვლილი.

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან:

  • აჭარა 172
  • იმერეთი 38
  • თბილისი 32
  • გურია 16
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი 14
  • სამცხე-ჯავახეთი 11
  • ქვემო ქართლი 7
  • კახეთი 4
Facebook Comments
%d bloggers like this: