დაჭერი psp-ს ბარათი და გადაიღე- არცერთი თეთრი ავადმყოფების ძარცვით გაზულუქებული თავხედის ჯიბეში

ბოლნისში, ხელმეორედ განაციონალებული კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერების მიერ მოწყობილ პროვოკაციის გამო, თქვენს წინაშე ვჭრი “PSP”-ს დაგროვებით ბარათს და საჯაროდ პირობას ვდებ, რომ არასდროს შევიძენ მედიკამენტებს ამ სააფთიაქო ქსელში! შესაბამისად, ჩემგან არცერთი თეთრი არ მოხვდება ავადმყოფების ძარცვით გაზულუქებული თავხედის – კახა ოქრიაშვილის ჯიბეში,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში გელა კურტანიძე წერს.

მისი თქმით, როდესაც ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნები, აზერბაიჯანი და სომხეთი, ფართომასშტაბიანი ომის ზღურბლზე დგანან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს რეგიონში მიზანმიმართული პროვოკაციის განხორციელება რა მიზანს ემსახურება, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს,

„ანალოგიური ქმედებისკენ მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა და მისი უსაფრთხოება, რომელიც თავისი მხრივ ჩვენი მშვიდობიანი არსებობისა და განვითარების საფუძველთა საფუძველია!
მოქმედების დროა: დაჭერი “PSP”-ს “კარტა” და გადადი ალავერდი 😉
#არადაძაბულობას
#არაომს
#არანაციანალურუბედურებას

პ.ს. მაქსიმალურად ვცდილობ შევიძინო ქართული პროდუქცია, კატეგორიულად არ ვსარგებლობ “ფრესკოს” მომსახურებით, არ ვასხამ ბენზინს “სოკარის” ქსელში” იქამდე, სანამ დავით გარეჯის ამბავი გაირკვევა. რა თქმა უნდა, ჩემი ეს მცდელობა ზღვაში წვეთიც არაა, მაგრამ თავს მშვიდად ვგრძნობ და თუ ბევრნი ვიქნებით, ჩვენი მცდელობა ზღვაში წვეთად კი არა, შეიძლება ტალღებად გადაიქცეს!
ამიტომაც მოგიწოდებთ ყველას, იყავით ჩვენი ულამაზესი სამშობლოს აქტიური მოქალაქეები.
ამჯერად ეს სულაც არაა ძნელი: დაჭერი, გადაიღე და გამოფინე“,-წერს გელა კურტანიძე სა ფეისბუქზე PSP-ს ბარათის დაჭრის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. 

შეგახსენებთ, გუშინ ბოლნისში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ მომხრეებს კაფეში მიუცვივდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: