დღეს ბინაზე მკურნალობას 800-მდე კოვიდინფიცირებული იტარებს, მათ შორის 600- აჭარაში

სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად, გადამდები აღარ არის,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ სიმპტომები აღარ აღინიშნება, პირს განმეორებითი ტესტირების გარეშეც შეიძლება მიენიჭოს გამოჯანმრთელებულის სტატუსი და ეს რეკომენდაციები აისახება გაიდლაინებში. 

თამარ გაბუნიას განცხადებით, მას შემდეგ რაც ტესტირება უარყოფით შედეგს აჩვენებს, მე-12 დღეს პირი ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად.

„დღეს დაფიქსირებული შემთხვევების 75 % აჭარაში მოდის. მნიშვნელოვანი ცვლილებები ინფექციის გავრცელების კუთხით, არ გვაქვს. დავიწყეთ და ბინაზე წარმატებით იტარებს მკურნალობას 800-მდე პაციენტი, მათ შორის 600- აჭარაშია. ეს მოდელი გაფართოვდება და დიდ ქალაქებში ჩაერთვებიან ოჯახის ექიმები. მათ აქვთ კარგი ინფორმაციები, რათა კოვიდშემთვხვევების მართვა მოხდეს კარგად“,-განაცხადა მან. 

თამარ გაბუნიას თქმით, სულ მობილიზებულია 3000-ზე მეტი საწოლი. ბათუმში კი, მუდმივად თავისუფლად შენარჩუნებულია 80 საწოლი.

Facebook Comments
%d bloggers like this: