ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფიცირების წყარო რეპეტიტორია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის საჯარო სკოლაში სწავლა დისტაციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის მიზეზი კორონავირუსით ინფიცირებული მოსწავლეები არიან. 

როგორც სამეგრელო – ზემო სვანეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია აცხადებს, ყველა მათგანის ინფიცირების წყარო რეპეტიტორია, რომელიც, ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს წარმოადგენს.

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის: რუხის, დიდინეთისა და ინგირის პირველი საჯარო სკოლა გადავა დისტანციურ სწავლებაზე. დიდინეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, კონტაქტი ჰქონდათ სხვა მოსწავლეებთან, რომლებიც რეპეტიტორისგან დაინფიცირდნენ, რომელიც არის წინა დღეებში დადგენილი კლასტერი. აღნიშნულიდან გამომდინარე დიდინეთის საჯარო სკოლაში უნდა ჩატარდეს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – აცხადებს მალზახ თორია.

ზუგდიდის სამი სოფლის სკოლაში კორონავირუსი 14 მოსწავლეს დაუდასტურდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: