ex-sticky მედიცინა

კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი – 65 და 70 მამაკაცია, ერთი კი, 57 წლის ქალი

Nusagi

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი სამი პაციენტიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი არის აჭარაში, 65 და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისშიც გარდაიცვალა ერთი ქალბატონი, 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანხმლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული სინდრომი, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ენდელაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,988,615 ნახვა
%d bloggers like this: