საქართველოში კორონავირუსი 298 პაციენტს დაუდგინდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

შესაბამისად, ვირუსით საერთო ჯამში 31 ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 298-ით გაიზარდა და 5552 გახდა.

2054 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარატინის რეჟიმშია 5637 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments
%d bloggers like this: