12 ოქტომბრიდან ბაღებში, 19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტებში – სწავლა განახლდება

12 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებას განაახლებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, უნივერსიტეტებში სწავლა აღდგება.

მიხეილ ჩხენკელმა ბაღებისა და უნივერსიოტეტების ადმინისტრაციებს რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდა.

ინფორმაციისთვის, პირველი ოქტომბრიდან აჭარის გარდა, სკოლებში სწავლა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეებისთვის განახლდება. ყველა სკოლაში მშობლებს საშუალება ექნებათ, სურვილის მიხედვით, დისტანციური სწავლების რეჟიმი აირჩიონ.

Facebook Comments
%d bloggers like this: