ლევან ნიკოლეიშვილი: რა ვუყოთ მავნებელ ოპოზიციას, საქართველოს პროდასავლურ კურსსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლას ნატო-ს გენერალური მდივანიც, რომ ადასტურებს?

სტოლტენბერგი მიესალმება იმ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით. მისი თქმით, საქართველომ უკვე მიაღწია წარმატებას და კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. გენერალური მდივანი ძალიან პოზიტიურ შეფასებას აძლევს ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებს და მიღწევებს და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის საქართველოს სრულ ინტეგრაციას ნატოში,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.

როგორც ანალიტიკოსი მიიჩნევს, შეხვედრაზე განსაკუთრებულად მნიშნელოვანი აღმოჩნდა გიორგი გახარიას საკმაოდ სერიოზული ინიციატივა, საქართველოს ფუნქციის შესახებ- ახლებურად იქნას პოზიციონირებული შავი ზღვის რეგიონის ფართო განზომილებაში, შესაბამისად, ამ კონტექსტში იქნას განხილული ალიანსის შესაძლო სამომავლო ინციატივები რეგიონში.

„რეალურად ეს ინიციატივა გახდება ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავების პროცესში. მნიშნელოვანია, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და ნატოს მიერ სქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მისასალმებელია, მაგრამ რა ვუყოთ ახლა ამ მავნებელ ოპოზიციას? როგორც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველო არც საერთაშორისო რადარებიდან გამქრალა და უფრო მეტიც მის პროდასავლურ კურსსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლას ნატო-ს გენერალური მდივანიც, რომ ადასტურებს?- წერს ლევან ნიკოლეიშვილი

Facebook Comments
%d bloggers like this: