მარინა ენდელაძე: მდგომარეობა არ არის საგანგაშო, მაგრამ საყურადღებოა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კოვიდინფიცირებული 25 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 23 – მართვით სუნთქვაზეა, მატ შორის 7 აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების მიხედვით, აჭარა ლიდერობს, სადაც პაციენტების 75 % მოდის. მეორე ადგილზეა თბილისი. იმერეთში – 22 შემთხვევაა,, სამეგრელო-ზემო სვანეთში -18 გურია და ქვემო ქართლში- თითო ავადმყოფი.

მარინა ენდელაძის თქმით, დღეს გარდაცვლილი 55 წლის ქალია აჭარიდან. მას დიაბეტი ჰქონდა. საავადმყოფოში შეყვანისას მას ჰქონდა ინფარქტი და პნევმონია. 

„მდგომარეობა არ არის საგანგაშო, მაგრამ საყურადღებოა და გაფრთხილება გვჭირდება“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.  

Facebook Comments
%d bloggers like this: