მარნეულში საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია.

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის „მთავარის“ ჟურნალისტიც.

Facebook Comments
%d bloggers like this: