როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობას“ წინასაარჩევნო ხაზად განსაზღვრული აქვს პროვოკაციების მოწყობა

ნაცმოძრაობის წევრები უკვე რამდენიმე დღეა, ცდილობენ „ქართული ოცნების“ მომხრეების პროვოკაციაზე წამოგებას,-ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალიტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელი და რადგან იციან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან, ცდილობენ პროვიკაციების მოწყობას. მდინარაძის თქმით, ცოტა ხნის წინ „ნაცმოძრაობის აქტივისტები“ ცესკოს თანამშრომელს დაესხნენ თავს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

„როდესაც „ქართული ოცნების“ წევრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, უდიდესი მოთმინების ფასად, შეძლეს, არ წამოგებოდნენ პროვოკაციას, ისინი ცესკო-ს წევრს დაესხნენ თავს და შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ჩანს, მათ წინასაარჩევნო ხაზად განსაზღვრეს პროვოკაციები და ძალადობა. ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პასუხი მოეთხოვება“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: