საბავშვო ბაღის აღმზრდელმა შესაძლოა, სამსახური დაკარგოს, რადგან მის დანახვაზე 3 წლის ბავშვს კოშმარები დაეწყო

35 წლის მამაკაცი, რომელსაც სახე და მთელი სხეული ტატუირებული აქვს, საბავშვო ბაღში სავარაუდოდ, სამსახურს დაკარგავს, რადგან ერთ-ერთ აღსაზრდელს ღამის კოშმარები დაეწყო. 3 წლის ბავშვის მშობლებმა საჩივარი განათლების უწყებაში შეიტანეს.

მასწავლებელი აცხადებს, რომ მას ბავშვებთან საუკეთესო დამოკიდებულება აქვს და პირველი შოკის შემდეგ მოსწავლეები მას ეჩვევიან. თუმცა, ხელისუფლებამ 6 წლამდე ბავშვებთან მუშაობა მაინც აუკრძალა.  

სილვენ ელენი სხეულს 8 წლის განმავლობაში იხატავდა ენისა და თვალების ჩათვლით. ის დანებებას არ აპირებს და ამბობს, რომ მასწავლებლობა მისი მოწოდებაა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: