საქართველოში კორონავირუსისგან 34-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 34 -მდე გაიზარდა.

პაციენტი მკურნალობის კურსს საჩხერის საავადმყოფოში გადიოდა.

70 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან დადასტურებული „კოვიდ 19“-ით 26 სექტემბერს შეიყვანეს.

მამაკაცს პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

„პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, -ამბობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: