ex-sticky პოლიტიკა

ქუთაისში „ნაცმოძრაობის“ წევრებმა თავიანთ ლიდერებს უარი განუცხადეს პროვოკაციაში მონაწილეობაზე და ახლა ეს პარტია ანაზღაურების ფასად ცდილობს მისი წევრების დარწმუნებას

Nusagi

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თავიანთ ლიდერებს უარი განუცხადეს პროვოკაციაში მონაწილეობაზე და ახლა ეს პარტია ანაზღაურების ფასად ცდილობს მისი წევრების დაყოლიებას,-ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა რაიონში აქვს დაგეგმილი პროვოკაცია და ახლა ანაზღაურების ფასად ცდილობენ, დაარწმუნონ თავისი წევრები, რომ პროვოკაციებში ჩაერთონ.

მდინარაძის განცხადებით, ასეთი საქციელი ამ პარტიის ჩვეული სტილია. 

„2012 წლამდე, როდესაც ეს ადამიანები აწამებდნენ ან კლავდნენ ადამიანებს, შემდეგ ამბობდნენ, რომ მათ თავი მოიკლეს, ან თვითონ მიიყენეს დაზიანებები. ისინი ამას დღესაც აგრძელებენ, ისინი ჩვეულ სტილში არიან, გუშინდელ ინციდენტზე განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა თავად მიაყენეს საკუთარ თავს დაზიანებები“-აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, ​საქართველოს მოსახლეობას ახლა აქვს შანსი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი იყოს ისტორიულ მინიმუმზე.

„ხაზგასმით ვაცხადებს, ყველა პროვოკაციას სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პასუხი გაეცემა“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,988,581 ნახვა
%d bloggers like this: