ანდერს ფოგ რასმუსენი: ჩვენ არ მივცემთ კრემლს საშუალებას, რომ დაბლოკოს საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ არჩევნებში ჩარევის გზით

ჩვენ არ მივცემთ კრემლს იმის საშუალებას, რომ ჰქონდეს იარაღი, დაბლოკოს საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ არჩევნებში ჩარევის გზით, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა.

მისივე თქმით, გარე ძალების ჩარევის მცდელობის აცილება შეუძლებელია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ მცდელობას უნდა შეეწინააღმდეგოს.

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიღწევებზეც ისაუბრა. „სამხედრო სტანდარტები უკვე ძალიან მაღალია და შესაბამისობაშია ნატოს სტანდარტებთან. ასევე ძალიან ბევრი გაკეთდა სამოქალაქო სექტორშიც იმისთვის, რომ ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებს დაახლოვებოდა. ასე რომ, ამ პერსპექტივიდან, თქვენ ამზადებთ ნიადაგს“, – აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, გავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევანზე, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. „ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება, რომ დაბლოკოს საქართველოს გადაწვეტილება ევროკავშირში ან ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. საქართველოს წინსვლა ევროკავშირის გზაზე თბილისისა და ბრიუსელის გადასაწყვეტია და არა კრემლს“, – აღნიშნა რასმუსენმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: