გია აბაშიძე: გარეჯზე პროკურატურის აქტივობის გამო ოპოზიციის მიერ ატეხილი ისტერიკა ეჭვებს ბადებს

ახლად აღმოჩენილი გარემოებები ცხადყოფენ, რომ შესაბამისი კომისიის ფარგლებში, საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე აზერბაიჯანულ მხარეთან მიღწეული წინასწარი შეთანხმებები საჭიროებენ გადახედვას, რადგან, როგორც ჩანს, ისინი ჩვენ მხარისთვის საზიანოდ იყო შეთანხმებული,-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე პროკურატურის აქტივობის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ატეხილი ისტერიკა ეჭვებს ბადებს.

„გუშინ მოვისმინეთ ნაცვასალების ჭარბი ისტერიკა პროკურატურაში მამა კირიონის გამოკითხვაზე დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას დაკავშირებით პროკურატურის აქტივობის შესახებ.

მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით აღმოჩენილია ახალი გარემოებები გარკვეული რუკების სახით, რომლებიც, საექსპერტო დასკვნებთან ერთად გადაეცა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს და ისიც აღინიშნა – ახლად აღმოჩენილი გარემოებები ცხადყოფენ, რომ შესაბამისი კომისიის ფარგლებში, საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე აზერბაიჯანულ მხარეთან მიღწეული წინასწარი შეთანხმებები საჭიროებენ გადახედვას, რადგან, როგორც ჩანს, ისინი ჩვენ მხარისთვის საზიანოდ იყო შეთანხმებული.

თუ ჩვენმა პროკურატურამ მიიჩნია, რომ კომისიის მუშაობის და შეთანხმებების მიღწევის პროცესში ჩართული მოხელეების მოქმედებებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ის ვალდებული იყო დაეწყო გამოძიება, რომლის დასრულებას და დასკვნებს უნდა დაველოდოთ. გამოძიება სამართლებრივი პროცესია და იგი პოლიტიკური სპეკულაციების და ხელოვნური აჟიოტაჟის გარეშე უნდა წარიმართოს, რისი მაგალითიც საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა, როდესაც სამუშაო რეჟიმში გადასცა მტკიცებულებები აზერბაიჯანულ მხარეს და მინიმალური კომენტარით შემოიფარგლა.

ამ ფონზე კი, ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს ოპოზიციის მხრიდან, ამ ძალზე მგრძნობიარე საკითხით მანიპულირება და, რაც მთავარია, ტრადიციულად გაყალბებული ინფორმაციის გავრცელება. თანაც, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების ესკალაციის პარალელურად.

აშკარად ჩანს, რომ ნაცოპოზოციის მხრიდან ადგილი აქვს წინასწარგანზრახულ მავნებლურ ტაქტიკას მდგომარეობის კიდევ უფრო დაძაბვისა და მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გამწვავების პროვოცირების მიზნით

იბადება შეკითხვა – ვის ინტერესებში შედის სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობისა და მისი ვასალების ეს აქტიურობა? ისიც ხომ არაერთხელ გვსმენია ნაცსექტისგან, რომ მათი დანაშაულებრივი წარსული უნდა დავივიწყოთ?
არა! ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი, ადრე იქნება თუ გვიან.

მაღალი ალბათობით, ბევრ ბნელ საქმეს აეხდება ფარდა და მეგობარ აზერბაიჯანთან ორივესთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მივაღწევთ დავითგარეჯასთან დაკავშირებით. ისევე როგორც სხვა საკითხებში, როგორც ეს კარგ მეზობლებს ახასიათებთ“,-წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: