თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საკვებ პროდუქტებს 12 ოქტომბრამდე მიიღებენ

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები კიდევ 2 კვირის განმავლობაში, 12 ოქტომბრამდე დაურიგდებათ. ამის შესახებ თბილისი მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძემ ამის განხორციელება თავის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხელშეწყობა და ეს თანადგომა, მით უმეტეს ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა ქვეყანას და მსოფლიოშიც ზოგადად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ამ ოჯახებს, ამ ბავშვებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ და გაცდენა რომ არ იყოს ამ ორკვირიან პერიოდში გააკეთეთ უზრუნველყოფა საკვები პროდუქტებით“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის 183 საბავშვო ბაღში, ამჟამად, 58 005 აღსაზრდელია რეგისტრირებული. სააღმზრდელო წლის განახლება კი ბაღებში 12 ოქტომბერს იგეგმება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: