თელავში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს, 30 სექტემბერს თელავის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სპეციალისტებმა ექიმს განმეორებითი ტექსტირება ჩაუტარეს, რომლის პასუხი ცნობილი სავარაუდოდ, ხვალ გახდება.

არსებული ინფორმაციით, ექიმი თავს კარგად გრძნობს და ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება მის მეუღლესთან ერთად, რომელიც აგრეთვე სხვა კლინიკის თანამშრომელია.

შეგახსენებთ, დღეს, ქვეყანაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: