ილჰამ ალიევი – თუ საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ შეაჩერა სომხეთი, აზერბაიჯანელი ჯარისკაცი შეაჩერებს

Nusagi

სომხეთის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს პირობებს უყენებს, თუმცა აზერბაიჯანის ერთადერთი პირობა მათ მიერ ჩვენი მიწების გათავისუფლებაა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაშავებული სამხედროების მონახულებისას განაცხადა. 

ალიევის თქმით, თუ სომხები ყარაბაღიდან გავლენ, ომი და სისხლისღვრა გაჩერდება და რეგიონში მშვიდობა დამყარდება.

„მე მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ვუთხარი, რომ სომხეთი ემზადება ახალი ომისთვის, სომხეთი უნდა შეჩერდეს. სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ და ამ საკითხში მონაწილე მხარეებმა ვერ შეძლეს, სომხეთის მთავრობაზე საჭირო დონეზე მოეხდინათ გავლენა. თუ მათ ვერ შეაჩერეს ოკუპანტი, აზერბაიჯანელი ჯარისკაცი შეაჩერებს მათ. დღეს ბრძოლის ველზე მოპოვებული უპირატესობა, ჩვენი გათავისუფლებული დასახლებები, სტრატეგიული სიმაღლეები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, აზერბაიჯანელი ოფიცერი პატივით ასრულებს თავის სამოქალაქო მოვალეობას. სომხეთმა უნდა დაასრულოს აგრესიის პოლიტიკა. ამის ნაცვლად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი პირობებს გვიყენებს. მან შვიდი პირობა დადო ჩვენთვის. ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ ჩვენ უარვყოფთ ამ პირობებს. ჩვენ გვაქვს პირობა, რომ მათ უპირობოდ, სრულად და დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ჩვენი მიწები. ეს პირობა ძალაშია და თუ სომხეთის მთავრობა შეასრულებს ამ პირობას, ომი შეჩერდება, არ იქნება სისხლისღვრა, ჩვენს რეგიონში მშვიდობა დამყარდება“, – განაცხადა ალიევმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: