კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები პოლიტიკოსებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები პოლიტიკოსებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

„კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლების – სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არსებობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

საზოგადოებრივი დაფინანსების ფარგლებში, აღნიშნული არხების განვითარება ჯერ კიდევ დიდი გამოწვევებით ხასიათდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ შექმნან სათანადო გარემო მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად.

ამავე დროს, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ აგრძელებს მონიტორინგს, რათა საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა შეასრულონ კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: