ლევან ნიკოლეიშვილი: რატომ და რის ეშინია სააკაშვილსა და მის კლასტერს?

შიში სააკაშვილსა დ მისი კლასტერისთვის უცხო ნამდვილად არაა, რამდენჯერ გვინახავს შეშინებულ-ჩასვრილ-გაქცეულები, მაგრამ ასევე გვახსოვს უტიფრად თავის მართლებისა და ყალბი ბოდიშის რეჟიმში გადასულებიც. ძალიან სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს სააკაშვილის და მისი უპირველესი მებაირახტრე-პროპაგანდისტის ნიკა გვარამიას ნებისმიერი განცხადება საქართველოს ეროვნული ინტერესების , მათ შორის დავით გარეჯის შესახებ,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.

ნიკოლეიშვილის თქმით, სააკაშვილი რომ ყველაფრის მკადრებელია, ეს საყოველთაოდ ცნობილია.

,,ვინ და სააკაშვილი როგორ იღებს ხმას საქართველოს ტერიტორიებისა და მიწების შესახებ? ეს ის სააკაშვილი არაა, ხონჩით რომ მიართვა ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთს? ნამდვილად არ ვაპირებ გამოძიების დასრულებამდე რამის მტკიცებას, მაგრამ ფაქტია, რომ პროკურატურის განცხადებამ თავგზა აუბნია სააკაშვილ-გვარამიას და სასწრაფოდ ალიბის ძებნა დაიწყეს, როგორც ჩვეულებრივმა დამნაშავეებმა ჩვეულებრივი მეთოდით პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.

საინტერესოა, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის არც შევარდნაძეზე გადაბრალება დაავიწყდათ, და თურმე ივანიშვილისთვის ვიღაცის მიერ ჩამოტანილი რუქები-ისე მოფიქრება არ გინდა? თუმცა მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან მსგავსი ტუტუცობები არ უნდა გაგვიკვირდეს.

ერთი რამ კი ცხადზე ცხადია, სააკაშვილი რომ ყველაფრის მკადრებელია, მით უფრო ფულისთვის საქართველოში კი არა მთელ მსოფლიოში იციან, სამშობლოს გაყიდვა და მისი უდიერად მოხსენიებაც არავის უკვირს დიდი ხანია-სამაჩაბლოს მიწებსა და სოფლებს ქვა-ღორღი რომ უწოდა გახსოვთ ალბათ, ახლა რა მიწებს ვერ გასცემდა ? თუ არ გასცემდა ? თუ გაუჭირდებოდა თუ არ იკადრებდა“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: