მამუკა მდინარაძე მარნეულის გზაზე მომხდარ ინციდენტზე: ასეთი ლაჩრული მოქმედებები არავის შერჩება

მათ აქვთ დარჩენილი ერთადერთი, თავიანთი ნულოვანი შანსის ფონზე რაღაცნაირად არიონ სიტუაცია და ქაოსის შთაბეჭდილება შექმნან. სახელმწიფო შემდგარია და არავინ მიუშვებს ამ ხალხს ქაოსთან და იმ მიზნამდე, რომელიც მათ გააჩნიათ, – ასე გამოეხმაურა „ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტზე თავდასხმას.

მისი თქმით, ეს ლოკალური შედეგები უპატიებელი არავის დარჩება და ასეთი ლაჩრული მოქმედებები არავის შერჩება.

„აქ ვარაუდების გამოთქმა ზედმეტია, აქ არის გამიზნული სისხლის სამართლის დანაშაული, შეგნებულად, როგორმე მოახდინონ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხალხზე, რომელიც საარჩევნო მიმართულებით მუშაობს და ეს არის გაგრძელება მთელი ამ დღეების განმავლობაში მომხდარი ინციდენტების. წინა დღეებში არაერთი პროვოკაცია იყო ბოლნისში, მარნეულში, არც ერთზე ჩვენები არ წამოეგნენ, მაგრამ გუშინ საღამოს მაინც მოხდა მიზნის მიღწევა და ჩვენი აქტივისტები წამოაგეს პროვოკაციაზე.

გუშინ, მთელი საღამოს განმავლობაში შეთანხმებულად, დაგეგმილად პარტიული ტელევიზია და მისი ხელმძღვანელი და სამწუხაროდ პოლიტიკოსები, რომლებიც ატყუებდნენ საზოგადოებას ყველაფერს, მათ შორის იმასაც, რომ თითქოს მე ვთქვი, რომ ნაცები ერთმანეთს სცემენ. მთელი დღე ამაზე ააწყვეს თავისი პიარკამპანია“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ შეაჯახეს, რის შემდეგაც სამმა პირმა ის სასტიკად სცემა.

Facebook Comments
%d bloggers like this: