მარნეულის გზაზე ნაცემი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტი მომხდარს გუშინდელ პროვოკაციას უკავშირებს

მარნეულის გზაზე ნაცემი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტის, თემურ შუბითიძის ძმა აცხადებს, რომ მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა გუშინდელ ინციდენტს.

მისი თქმით, მის ძმას გუშინდელ დაპირისპირებასთან არაფერი ჰქონია საერთო. დღეს კი სამსახურში მიდიოდა ჩვეულებრივად.

“გამოკვლევები სჭირდება ახლა და მერე ეცოდინებათ ექიმს როგორც ველაპარაკე. როგორც ჩემთვის ცნობილია დაეჯახა მანქანა და მერე დაუწყეს ცემა, როცა ჩამოვიდა მანქანიდან. სამწუხაროდ ვერავინ ვერ იცნო. რას ვუკავშირებ და წინასწარ თავს შევიკავებ ახლა ამ ყველაფრისგან, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან დაემთხვა გუშინდელი ინციდენტები და პროვოკაციები დღევანდელ შემთხვევას. გუშინ ქუჩაში განვითარებულ მოვლენებთან ჩემს ძმას არავითარი არ ჰქონდა, მაგრამ შტაბში იყო ახლა,” – აცხადებს დაზარალებულის  ძმა.

თემურ შუბითიძის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ შეაჯახეს და შემდეგ მას სცემეს.დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში და მისივე ინფორმაციით, მომხდარი უკავშირდება არჩევნებს და პოლიტიკურ საქმიანობას.შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: