მარნეულში დაშავებული “მთავარი არხის” ჟურნალისტი ჯეიხუნ მუჰამედალი თბილისში გადაიყვანეს

მარნეულში ინციდენტის დროს დაშავებული “მთავარი არხის” ჟურნალისტი ჯეიხუნ მუჰამედალი თბილისში გადაიყვანეს.

მარნეულის კლინიკაში იმყოფებოდა ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია.

„არ გაპატიებთ, დედას მოგი@@ვთ“,-წერს ნიკა გვარამია და ჟურნალისთთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

“ნახევარი საათი ასფალტზე ვეგდე, სასწრაფო არ მოვიდა. მე უბრალოდ თავს ვუშველე, ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა” – აცხადებს ჟურნალისტი.

მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: