მედიცინა

საქართველოში კორონავირუსისგან 38-ე პაციენტი გარდაიცვალა

Nusagi

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 38-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით გარდაცვლილი 38-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 61 წლის ქალი კლინიკაში წუხელ ღამით მოათავსეს, მას პნევმონია, ჭარბი წონა და გულის უკმარისობა აღენიშნებიდა.

საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს. ამასთან, საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 869-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,330,053 ნახვა
%d bloggers like this: