არცერთ ყოფილ რესპუბლიკაში არ ჩამოყალიბებულა სახელმწიფო ნეობოლშევიკურ-ტერორისტული მმართველობა, რაც საქართველოში მოხდა 2003 წელს

სსრკ რომ დაიშალა, რა ბარდაკიც დაიწყო ამ სივრცეში, ვხედავთ 30 წელია… მაგრამ არსად, არც ყოფილ რესპუბლიკებში და არც რუსეთშიც კი არ ჩამოყალიბებულა სახელმწიფო ნეობოლშევიკურ-ტერორისტული მმართველობა, რაც საქართველოში მოხდა 2003 წელს,-ამის შესახებ არქიტექტორი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველგანაა უსამართლობა, სახელისუფლო მაფია მაგრამ ასე სახელმწიფო სისტემა თავის ხალხს ტყვიით და ციხით დაპირისპირებოდა, სხვაგან არ მომხდარა…

„ზის რაღაცა ჩვენს ერში, მენტალიტეტში…ის სააკაშვილიც არ ჩამოფრენილა მარსიდან, ჩვენს გვერდით სწავლობდა სკოლაში. ის დანარჩენი ფაშისტებიც ჩვეულებრივი ქართველები არიან, აგერ დღესაც აწყობენ შეკრებებს და ისევ მოსვლას აპირებენ, პარტია რომელიც თავის მოქალაქეებს აწამებდა და კლავდა….საოცარი ქვეყანა ვართ, მართლა ამოუცნობი….საიდან ამდენი სიბოროტე…..“,-წერს ირაკლი ჟვანია.

დღეს 8 წელი შესრულდა, რაც საქართველოს მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი არჩევნების გზით შეცვალა. ამას წინ უძღოდა მრავალათასიანი მიტინგები და საპროტესტო განწყობა. სოციალური ქსელის მომხმარებლები იმ დროის ამსახველ ფოტოებს და ვიდეოებს ავრცელებენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: