ახლა აზერბაიჯანისაა, ასეთი რაღაცეები ყველა ქვეყანაში ხდება- დავით გარეჯზე „ნაცმოძრაობის“ კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას მიდგომა

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში საგამოძიებო უწყება ჩხრეკას ატარებს. ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ. სხვა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.

ივერი მელაშვილი 2006-2017 წლებში იყო კომისიის წევრი, ახლა კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში მუშაობს.

ჩხრეკა, სავარაუდოდ, პროკურატურის მიერ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიებას უკავშირდება

აღნიშნულ საკითხზე წინა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება საქართველოს საპატრიარქომ წლების წინ გამოხატა. პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის თქმით, მათთვის მოულოდნელი იყო, რომ „ყველაფერს უცბად წყალი გადაესხმეოდა“.

„გვარწმუნებდნენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ გუშინ ვიგებთ, რომ თურმე აღარაა საქართველოს შემადგენლობაში“,-აცხადებდა არჩილ ბოტკოველი.

კულტურის მაშინდელი მინისტრის, ნიკა რურუას დავით გარეჯის საკითხზე აშკარა მოღალატეობრივი პოზიცია ჰქონდა. მისი აზრით, უდაბნოს ეკლესიის თემა სადავო საკითხს არ წარმოადგენს და ის აზერბაიჯანის ტერიტორიაა. რურუა უდაბნოს ეკლესიასა და ტაო- კლარჯეთს შორის აბსურდულ პარალელებს ავლებდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო საქართველოს ტერიტორია, დღეს, ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა ისევე, როგორც ტაო კლარჯეთი, რომელიც ისტორიული დაუდევრობის და უბედობის გამო, ეკუთვნის თურქეთს და ასეთი რაღაცეები ყველა ქვეყანაში ხდება“,-აცხადებდა მინისტრი. 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ სჯობს, გამოძიებას დაველოდოთ, თუმცა გამოთქვა ეჭვი, რომ თემა შესაძლოა, ძალიან მძიმე იყოს და მილიონობით დოლარის აღებას უკავშირდებოდეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: