ბ-ნი თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და მთხოვა გადმომეცა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერია

ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს თავის მოვალეობას, ხვალ დაგეგმილი აქვს ვიზიტი აჭარაში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია, რათა გაუწიოს გუნდს კონსულტაცია,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძემ დააბარა ეთქვა, რომ ის იყო და რჩება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად. 

„დღეს ორჯერ მქონდა კომუნიკაცია, როდესაც ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, რომ შვიდი საათისთვის იქნებოდა სამსახურში და მეორედ, როდესაც სამსახურში მოვიდა და გადმომცა, მაყურებლისთვის, საზოგადოებისთვის გადმომეცა მისი გეგმების შესახებ“, – განაცხადა გოგა ბერიძემ.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: