თამარ გაბუნია: თენგიზ ცერცვაძეს თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს

30 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა.

თენგიზ ცერცვაძეს გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია.

„მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. მეორე დღეა ბათუმში ვარ და ამ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია. მხოლოდ ის ვიცი, რომ ბატონი თენგიზი ბათუმში ჩამოსვლას აპირებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძე 2007 წლიდან ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორია.

Facebook Comments
%d bloggers like this: