„კვოტირების წინააღმდეგი ვართ და არა ქალების“ – „ევროპული საქართველოს“ სიის ოცდაათეული

Nusagi

„ევროპულმა საქართველომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარუდგინა.

„ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, სიაში კანდიდატთა თანმიმდევრობა პირობითია და მისი საბოლოო ფორმირება არჩევნების შედეგად შიდა, პარტიული კონკურენციით მოხდება.

„ევროპული საქართველო“ არის ის პარტია, რომლისთვისაც მთავარი კრიტერიუმი არის ის, თუ რას ფიქრობს ხალხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც წინა თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენი სია არის პირობითი. ეს ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ, რაც გაირკვევა არჩევნევის შედეგები და გაიკვევა, ვის რა შედეგი ექნება შესაბამის ოლქში, საუკეთესო შედეგის მქონეები დაიკავებენ ადგილებს პარლამენტში. სია შედგება 150 კანდიდატისგან. ჩვენს სიაში ყოველი მესამე არის ქალი კანდიდატი. ჩვენ ვართ წინააღმდეგი კვოტირების და არა ქალებისა. ჩვენი აზრით, პოლიტიკაში უნდა იყოს იმდენი ქალი, რამდენსაც აქვს ამისი სურვილი და შესაძლებლობა” – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: