ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 448 დადასტურებული შემთხვევიდან 241 აჭარაში დაფიქსირდა.
მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 6 იმპორტირებულია.
„აჭარა კვლავ ლიდერია 241 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-96, თბილისში-62 ახალი შემთხვევა, სამეგრელო ზემოსვანეთი-15, სამცხე ჯავახეთი-9, გურიასა და შიდა ქართლში-7 ახალი შემთხვევა გვაქვს, კახეთში-2, იმპორტირებული 6 შემთხვევა გვაქვს“,- განაცხადა ენდელაძემ.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.
81 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია.
Facebook Comments