მამუკა არეშიძე: რუკები სხვადასხვა არქივიდან შეგნებულად არის გამქრალი და ეს ქართველის ხელით არის გაკეთებული

გამქრალი რუკა, რომლითაც ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე უნდა ეხელმძღვანელათ, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ნაპოვნია.

ექსპერტები აცხადებენ, რომ დოკუმენტი ქართულ დიპლომატიას პოზიციებს გაუმყარებს. 

მამუკა არეშიძის თქმით, პროკურატურა მუშაობს მნიშვნელოვან საკითხზე- ეს არის რუკები, რომელიც სხვადასხვა წლებში არქივებიდან გაქრა.

„ეს შეგნებულად არის გაკეთებული, და გაკეთებულია ქართველის ხელით“,-აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისი ვარაუდით, ეს ფინანსური დაინტერესების სანაცვლოდ გაკეთდა.

„ფული აქვთ ალბათ აღებული და იმიტომ, აბა სხვა რა მოტივი უნდა ჰქონოდათ“,-განაცხადა მან სატელევიზიო ინტერვიუში,.

კითხვაზე, ვინ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, მამუკა არეშიძემ უპასუხა, რომ ძალიან ბევრი, და მათ შორის, სულ მცირე, კომისიის ერთი წევრი.

„რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რა საკვირველია, პასუხისმგებელია იმ ხელისუფლების ყველა წევრი ვერტიკალის მიხედვით“,-განაცხადა მან.

Facebook Comments
%d bloggers like this: