,,მეუბნება, ბრალს დამდებს რომ ჩემს შვილს ხელი მე მოვტეხე” – რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში

ექი­მი მეან-გი­ნე­კო­ლო­გი ევე­ლი­ნა ჩო­ხე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ე.წ. ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ წერს.

როგორც პოსტიდან ირკვევა, მისმა 4 წლის შვილმა, ხე­ლი მოიტეხა და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და, რის შემდეგაც კლინიკას მიმართა.

ჩო­ხე­ლი ექი­მებს გულ­გრი­ლო­ბა­­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

,,მათემ მოიტეხა ხელი…ამტელიდან ვინაიდან ცხელების ცენტრია გაგვიშვეს ინგოროყვაში, ხოდა ვუალა, დაიწყო….ის რაც აუცილებლად უნდა დამეწერა! არასოდეს არ ვამბობ კოლეგიალობის გამო ექიმზე ცუდს, მაგრამ ის რაც დამხვდა არის სრული მარაზმი. რენტგენის მერე ტრავმატოლოგი გამოცხადდა 25 წუთის დაგვიანებით, რომ ვუსაყვედურე ამდენი ხანი დაგვიანების გამო, მარცხენა ხელის ორივე სხივის ძვალია მოტეხილი, ძლივს ვაკავებ ბავშვს, მიბრძანა დამეტოვებინა ბავშვი მარტო!

ვუთხარი რომ არ აქვს უფლება მშობელი 4 წლის ბავშვს უნდა ახლდეს თაბაშირის დადების დროს, ეს ის სტერილური მანიპულაცია არ არის რომელიც გარეშე იურიდიული პირების დასწრებას კრძალავს.

ამის შემდეგ მეუბნება რომ ბავშვს თაბაშირს არ დაადებს და წავიყვანო სადაც მინდა…. უარს ამბობს მომსახურებაზე…
ვუთხარი დაწეროს რატომ არ ემსახურება პაციენტს და ამ დროს შემოდის მორიგე პედიატრი მეუბნება გამოიძახებს პატრულს (ვინაიდან ტრავმატოლოგი ქუჩურად მეკაჩავება და მე არ ვუთმობ) და ბრალს დამდებს მე რომ ჩემს შვილს მოვტეხე ხელი მე ჩემს შვილს.

ამის მერე გაღიზიანებული ტრავმატოლოგი რომელიც მომმართავს შენობით მიუხედავად არაერთი მოწოდების რომ თქვენობით ესაუბრა, მემუქრება რომ მე ვნახავ რა მომივა. იმუქრება რომ ადმინისტრაციას ეტყვის, რომ ამიხსნან ეს საღორე არ არის და მე ვარ ღორი…პედიატრი მეუბნება რომ უმადურობის გამო მამა გაბრიელის მადლით ასეთი შემთხვევები მრავლათ იყოს ჩემს ოჯახში. მაძლევს დანიშნულებას სადაც არ წერია რამდენ მილიგრამიანი და რამდენი მილილიტრი უნდა მივცე დღეში მედიკამენტი.
რომ ვკითხე (დავუშვათ არ ვიცი)
დედა ხარ და უნდა იცოდეო:)

გაიცანით ეს ექიმის მსგავსი სუბიექტები არიან
ტრავმატოლოგი: დავით სუბელიანი
პედიატრი : გულიკო ოდიშვილი

P.S არ შემიძლია გულწრფელად მადლიერი არ ვიყო ემერჯენსის ექთნის ნონასი, რომელმაც ყველას მაგივრად იხადა ბოდიში და თავის საქმე კეთილსინდისიერად შეასრულა”, 
– წერს ეველინა ჩოხელი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: